23 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა, პირადი ტრაგედიის შემდეგ, გუნდს გამარჯვება მოუტანა (ვიდეო)

He scored the winner hours after losing his dad to cancer ❤️

Three hours before kick-off, Darek Formella learned his father had lost his battle with cancer. He didn’t tell his Sacramento Republic FC team-mates, and played in the game.He scored the winner in the 81st minute. His reaction says it all. ❤️

Gepostet von Bleacher Report Football am Freitag, 20. September 2019

USL-ში ”საკრამენტოს” პოლონელმა ფეხბურთელმა დარიუშ ფორმელამ, რომელიც პოლონურ ”პოგონში” მათე ცინცაძის თანაგუნდელი იყო, ”რიუ გრანდე ველისთან” მატჩში 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

23 წლის პოლონელმა უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი გამოავლინა. მატჩამდე სამი საათით ადრე დარიუშს მამა გარდაეცვალა, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა.

უდიდესი პიროვნული ტრაგედიის მიუხედავად ფეხბურთელმა თამაშში მონაწილეობა მიიღო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ყველაზე საგულისხმო ის ფაქტია, რომ მოთამაშემ მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედია მატჩამდე თანაგუნდელებს არ გაუმხილა.

დარიუშ ფორმელამ გოლი მამას მიუძღვნა.

www.crystalsport.ge

Comments
Loading...