24 წლის ქართველ მამაკაცს უზბეკი ქალი თურქეთის საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდა

თურქმა მესაზღვრეებმა  სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე  ორი პირი დააკავეს, იუწყება თურქული მედია. როგორც გამოცემა Cumhuriyet-ი წერს, დაკავებულები  საქართველოსა და უზბეკეთის მოქალაქები არიან. არსებული ინფორმაციით,   ქართველი ახალგაზდრა მამაკაცი ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი გადაეყვანა.

მედიის ინფორმაციით,  27 წლის  უზბეკეთის მოქალაქე თურქეთიდან დეპორტირებული იყო  და მას  ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალებოდა.

 

Comments
Loading...