Су-24-ის გადარჩენილი მფრინავი აცხადებს, რომ კვლავ სირიაში სურს მსახურობა

თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული Су-24-ის გადარჩენილი მფრინავი აცხადებს, რომ სირიაში რუსული ავიადაჯგუფების შემადგენლობაში სურს დარჩენა და მსახურობა. ამის შესახებ РИА «Новости» იუწყება.

რუსული მედიასაშუალებები მის ვინაობასაც ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ის კონსტანტინ მურახტინია.

„რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდები, როდის გამომწერენ, რათა მწყობრში დავრუნდე. მეთაურებს ვთხოვ, რათა ამავე ბაზაზე დამტოვონ. მე ვალდებული ვარ, „ვალი დავაბრუნო“ მეთაურის გამო“, – განაცხადა Су-24-ის შტურმანმა, რომელიც მკურნალობის კურსს გადის.

არსებული ინფორმაციით, Су-24-ის კიდევ ერთი მფრინავი კატაპულტირებისას დაიღუპა, ხოლო მურახტინს ეძებდნენ.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, Су-24-ის შტურმანი რუსული სპეცდანიშნულების რაზმმა და სირიის არმიამ გადაარჩინა და ბაზაზე მიიყვანა.

Comments
Loading...