“25 წელია ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი და 25 წელია გვიწევს ბრძოლა” – ბურჭულაძე

პაატა ბურჭულაძემ და “პაატა ბურჭულაძის -საქართველოს განვითარების ფონდის” წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 25 წელია გვიწევს ბრძოლა, რომ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და დამოუკიდებლობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას- განაცხადა ბურჭულაძემ იუნკერთა მემორიალთან.

“დღეს ერთ-ერთი მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმია შემოიჭრა საქართველოში და ჩვენ დავკარგეთ დამოუკიდებლობა. ამ ადგილას ჩვენ გვახსენდება, რომ 25 წელია ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი და 25 წელია გვიწევს ბრძოლა, რომ გავაერთიანოთ, გავამთლიანოთ და დამოუკიდებლობა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. დიდება ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავისი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

Comments
Loading...