26 წლის ბიჭი გარდაცვლილი საკუთარმა მამამ ნახა – ტრაგედია რუსთავში

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

არსებული  ინფორმაციით, 26 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, შვილის ცხედარი მამამ, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვა.

ოჯახის ახლობლებსა და გარდაცვლილის მეგობრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბიჭის ცხოვებაში არსებული რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

Comments
Loading...