26-27 აგვისტოს სვანეთში, ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

26-27 აგვისტოს სვანეთში, ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის პირველ დღეს უმასპინძლებს კურორტი “მუაში”, ხოლო მეორე დღეს ლენტეხი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სვანური ტრადიციული ცეკვა და სიმღერა, ხეზე კვეთისა და სხვადასხვა სვანურ ნაკეთობათა ნიმუშები,სვანური სამზარეულო, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია,რისი შეძენის საშუალებაც ფესტივალზე მოსულ ვიზიტორებს ექნებათ. გაიმართება შეჯიბრებები ტრადიციულ სვანურ თამაშობებში:”ფაყვა ლიკედ”-ში, (ქუდის ჩამოხსნა – თამაში რაგბის ელემენტებით, რომელიც შემონახულია სვანეთის მხოლოდ ერთ სოფელში – ლატალის თემის სოფელ ლახუშდში) სვანურ ჭიდაობაში, საჯილდაო ქვის აწევასა და დოღში.
ფესტივალის მეორე დღეს უმასპინძლებს ლენტეხის კულტურის სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება სვანური ფოკლორი. ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ზემო ასვე ქვემო სვანეთის ფოკლორული ანსამბლები

Comments
Loading...