26 მაისის ღამის აქამდე უცნობი კადრები – რა ბრძანებას გასცემდა დავით ახალაია დარბევისას

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.

უწყების განმარტებით, პროკურატურამ მოიპოვა აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას, სანაცვლოდ კი შესაბამის პირებს მაღალ პრემიებს ჰპირდება.

Comments
Loading...