27 დაღუპული და 20 დაშავებული – ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები საკარანტინე სივრცეში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მედიის ინფორმაციით, ჩინეთში ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები საკარანტინე სივრცეში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა.

ამავე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა კვირას,18სექტემბერს, დილით მოხდა.  მიზეზი, უცნობია.

ჩინეთში ნულოვანი კოვიდის წესი არსებობს, რაც მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს გულისხმობს. კოვიდდადებითებსა და მათ ახლო კონტაქტებს სახლში იზოლაციის უფლება არ აქვთ, ისინი სპეციალურ დაწესებულებაში უნდა გადავიდნენ.

Comments
Loading...