დაჭრილი 27 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა კი მძიმე მდგომარეობაშია

რუსთავში ახალგაზრდა მოკლეს, ინფორმაციას “ინფო რუსთავი”ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთმა მამაკაცმა დანით ჭრილობები მიაყენა 2 მამაკაცს. 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 26 წლის მამაკაცი დაიჭრა, მისი გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოხერხდა.

დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

Comments
Loading...