27 თებერვალს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა.

პრეზიდენტის მოწვევით, სხდომა 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვაა გათვალისწინებული.

მომხსენებლები იქნებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

Comments
Loading...