28 წლის ქალი თრომბით დაიღუპა

28წლის ქალი მოულოდნელად, თრომბით გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას   სოციალურ ქსელში მისი ახლობელი, პარტია „ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.

„16 წლიანი ისტორიის დობილი, მეგობარი და გულშემატკივარი დავკარგე, მეც, ჩემმა სხვა მეგობრებმაც, ნათესავებმაც და თავისმა ორმა პაწია ბავშვმა.

27 წლის განმავლობაში პირველად დავფიქრდი, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ აუცილებლად უნდა შევცვალო“, – წერს ირაკლი კუპრაძე.

გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა, რომელთაგან ერთი 21 დღის ჩვილია.

Comments
Loading...