29 წლის სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს”,–აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...