3 დაჭრილი და 1 მოკლული – სისხლიანი გარჩევა თბილისში

3 დაჭრილი და 1 მოკლული – სისხლიანი გარჩევა თბილისში, “დირსის” დასახლებაში მოხდა. საბეკიების ოჯახის 3 წევრი სასიკვდილოდ გაიმეტეს, დაჭრილია 16 წლის არასრულწლოვანი, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ მოუკლეს ბიძა და დაჭრეს მამა, შემდგომ კი დანით რამდენიმე ჭრილობა მასაც მიაყენეს.

მკვლელობით დასრულებული სისხლიანი გარჩევა მჭიდროდ დასახლებულ კორპუსებში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილია საბეკიების ერთ-ერთი მეზობელიც, რომელიც დაპირისპირებას შეესწრო.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, სისხლიან გარჩევაში ათამდე პირი მონაწილეობდა, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. სასტიკი ანგარიშსწორების ადგილზე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ექსპერ-ტკრიმინალისტები მუშაობენ.

“მთავარი”

Comments
Loading...