“3 თვეა მარტო დარჩნენ და უკვე 3 ტელევიზია …არჩევნების მადლი შეგეწიოთ”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:

“3 თვეა მარტო დარჩნენ და უკვე 3 ტელევიზია
გეუბნებოდით არ დაიტოვებიანთქო ესენი მარტო
ლალალალალალალა – არჩევნების მადლი შეგეწიოთ
კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ

P.S. ხედვა ნიშნავს გაჩერების მიღმაც დაინახო. დღეს გააჩერო მაგალითად “ვექტორი”, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი გადაცემაა პირდაპირ და ღიად ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მოძრაობის შესახებ, ესეც ხედვაა ჩემო ბატონო ვასილ და ვხედავთ. თორემ მაგ ტელევიზიაში ტუალეტის სუნი რომ მოსაშთობია, ამაზე ვინ გიჟი იდავებს” წერს ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

infonews.ge

Comments
Loading...