31 წლის მილიარდერი ქალი, რომელმაც მედიცინაში გარღვევა მოახდინა

ელიზაბეთ ჰოლმსი მაღალი ქერა ქალია, დაუდევარი ვარცხნილობით. ის 31 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. მას ხშირად ადარებენ სტივ ჯობსს. ბავშვობაში ორივე მარტოობაში ატარებდა დროს, ორივემ მიატოვა სწავლა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. ისევე როგორც ჯობსს, ჰოლმსსაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მისი კომპანია მსოფლიოს შეცვლიდა. ჯობსი მილიარდერი გახდა 40 წლის ასაკისთვის, ჰოლმსი – ბევრად ადრე. იხილეთ ვიდეო გასულ წელს მისი პროექტი “თერანოსი” (Theranos) 9 მილიარდ დოლარად შეფასდა, აქციების ნახევარზე მეტი მისია. ჰოლმს შავი მოტკეცილი სვიტერები აცვია, სვამს ფრეშს ნიახურითა და კიტრით, არ ჭამს ხორცს, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებ ძილს ითხოვს. ჯობსის ბიოგრაფია კედელზე უკიდია, თუმცა სვიტერებით შერონ სტოუნს ბაძავს ელიტური მეძავის როლში მარტინ სკორსეზეს ფილმიდან “კაზინო”. მასზე აღტაცებით დაწერეს “ფორბსმა” და “ფორტუნამ”. ის ხვდება პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიების და მილიარდერების რეიტინგთა უმეტესობაში. ჰოლმსი მთელ თავის დროს კომპანიას უთმობს: იშვიათად ერთობა, უმცროსი ძმის გარდა, რომელიც ასევე Theranos-ში მუშაობს, თითქმის არავის ესაუბრება, არ დადის პაემნებზე და უკანასკნელი 10 წლის მანძილზე არ აუღია შვებულება. კომპანიის ნოუ-ჰაუ საშუალებას იძლევა მხოლოდ 1 წვეთი სისხლით თითიდან ჩაატაროს 30 ტესტი მიკროფლუიდებისა და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჰოლმსის საიდუმლოა. ეს უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ჩვეულებრივ ლაბორატორიებში. ამჟამად, ამერიკული ბაზარი ორ გიგანტს შორის – “ქუესტ დაიაგნოსტიკს”-სა

Leave A Reply

Your email address will not be published.