33 დაღუპული და 22 დაშავებული – ინდოეთში სამგზავრო ავტობუსი ხეობაში გადავარდა

ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი NDTV.

მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 45 მგზავრი იმყოფებოდა, კეშუონიდან კიშტვარის მიმართულებით მიემართებოდა.
იგი ხეობაში ადგილობრივი დროით, დაახლოებით 07:30 წუთზე გადავარდა.
პოლიციის სპიკერის განცხადებით, მათ 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
Associated Press- ი იტყობინება, რომ ავტობუსი ჰიმალაის ხეობაში გადავარდა, რომლის სიღრმე დაახლოებით 150 მეტრია.
პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ შვიდი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

Comments
Loading...