33 წლის დეპუტატი ტაქსით მგზავრობის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, პარტია “ხალხის მსახურის” ყოფილი წევრი, 33 წლის ანტონ პოლიაკოვი კიევში ტაქსით მგზავრობის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

გამომძიებლების თქმით, პარლამენტარმა მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა პოლიაკოვის რეანიმირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

ექსპერტიზის შედეგების თანახმად, უკრაინელი დეპუტატის, ანტონ პოლიაკოვის გარდაცვალების მიზეზი  გულის მწვავე კორონარული დაავადება – კორონარული უკმარისობა, გახდა.

საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლის პირველი ნაწილით (“განზრახ მკვლელობა”) აღიძრა.

“ნიუპოსტი”

Comments
Loading...