33 წლიანი უშვილობის შემდეგ მოვლენილი სასწაული – ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

 

48ca226fdf.images.new_photo.1673105015947382472094881692858887n_5d719ბათუმში 59 წლის ნათელა ლაზიშვილმა პირველი შვილი გააჩინა. პატარა საკეისრო კვეთით დაიბადა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ქალბატონი და მისი მეუღლე, რომელიც ამჟამად 61 წლის არის, ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ. მათ ოჯახი 33 წლის წინ შექმნეს და უშვილობის პრობლემა მთელი ამ წლების მანძილზე აწუხებდათ.

გასულ წელს დაწყებული მკურნალობის შედეგად ქალი დაფეხმძიმდა. 8 თვისა და 5 დღის ორსულობის შემდეგ, საკეისრო კვეთით გიორგი ლაზიშვილი დაიბადა.

იხილეთ ვიდეო| ქობულეთელი მამაკაცის ემოციები, რომელიც 33-წლიანი ლოდინის შემდეგ მამა გახდა

Ambebi.ge ახალშობილის მამას, გურამ ლაზიშვილს დაუკავშირდა:

“მე და ჩემი მეუღლე წყავროკაში ვცხოვრობთ. მაქვს ძლიერი მამაპისეული ფუძე, რომელიც ჩემი შრომით კიდევ უფრო გავაძლიერე. ციტრუსის უზარმაზარი ბაღიდან მაქვს წლიური შემოსავალი. მე და ჩემს მეუღლეს არაფერი გვაკლდა, გარდა შვილისა.

33 წლის წინ დავქორწინდით. თავიდანვე ვფიქრობდით შვილის გაჩენაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვეყოლა. სად არ ვიყავით სამკურნალოდ, თბილისსა თუ ბათუმში – შემოვიარეთ მთელი საქართველო.

გასულ წელს ბათუმში არსებული თურქული კლინიკის შესახებ გავიგეთ, სადაც ექიმი მაიკო ბუცხრიკიძე  მუშაობს. გვითხრეს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია და ბევრი უშვილო ოჯახისთვის უჩუქებია ახალი სიცოცხლე. ჩვენც სწორედ მასთან მივედით.

თუ რაიმე გამოსაკვლევი იყო – დაწყებული ფრჩხილიდან თმის ძირებამდე გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ჩემს მეუღლეს ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა და ბავშვის გაჩენა შეეძლო.

მკურნალობიდან პირველივე თვეში გავიგეთ, რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. მთელი ორსულობის პერიოდი დაკვირვების ქვეშ იყო და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

8 თვისა და 5 დღის ორსულობის შემდეგ საკეისრო კვეთით გაჩნდა გიორგი ლაზიშვილი.

დღეს, 12:15 წუთზე ჩემმა მეუღლემ ჩაიხუტა გიორგი გულში და ცრემლებით აევსო თვალები. ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულსა და ემოციას სიტყვებით, რაც ჩვენ გვაქვს ამ წუთებში”.

Ambebi.ge
Comments
Loading...