34 დაღუპული და 17 დაშავებული – ტერაქტი ავღანეთში

34 ადამიანი დაღუპა და 17 მძიმედ დაშავდა ავღანეთის დასავლეთ ნაწილში, ფარაჰის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, იუწყება „როიტერი“.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულების დიდი ნაწილი ბავშვები და ქალები არიან. 

ბომბი საავტომობილო გზაზე ამოქმედდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ფოტო: არქივი

Comments
Loading...