346-წევრიანი უკრაინული ოჯახი გინესის წიგნში მოსახვედრად იბრძვის

ოდესის ოლქის სოფელ დობროსლავში მაცხოვრებელი პაველ სემენიუკი, რომელსაც 346 ახლო ნათესავი ჰყავს, ოფიციალურად ითვლება ყველაზე დიდ ოჯახად უკრაინაში. ამეჯრად კი, სემენიუკები მსოფლიოს ყველაზე დიდი ოჯახის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან.

სემენიუკების ოჯახის  მეთაური პაველი 87 წლისაა, ის წარმოშობით მოლდოვიდანაა. პაველსა და მის ცოლს მარიას 13 შვილი გაუჩნდათ. მათი შვილიშვილების რაოდენობა 127-ია, შვილთაშვილების 207, ხოლო შვილიშვილის შვილიშვილების 2 და კიდევ რამდენიმე შვილიშვილის შვილიშვილის დაბადებას ელოდება.

სემენიუკების ოჯახის წევრები ალკოჰოლს არ სვამენ, ისინი არც ეწევიან და არ ჭამენ ხორცს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=26&v=iW6NAWfdTbw

 

imedinews.ge

Comments
Loading...