3,49002 გრ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული, 3,49002 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Leave A Reply

Your email address will not be published.