4 იანვარი, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.

4 იანვარი, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ე დღეს 83 წლის გახდა.

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში.

კათოლიკოს-პატრიარქის მამა – გიორგი შიოლაშვილი – სოფელ სნოდან, დედა – ნატალია კობაიძე კი – სოფელ სიონიდან იყვნენ. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზში, სადაც დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II -ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძისგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.

ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ბოლო 37 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 46-მდე გაიზარდა, პატრიარქის ჩათვლით კი 48 მღვდელმთავარი. გაიზარდა ასევე ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების რიცხვი. მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია – წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

Leave A Reply

Your email address will not be published.