4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და რა არის ამაში საიდუმლო? რაღატომ ხურავთ პროცესს?! – ბაჩო ახალაია

4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და რა არის ამაში საიდუმლო?  თუ არა გავთქვი ეს საიდუმლო და რაღატომ ხურავთ პროცესს?!, -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პროკურორების შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომლებმაც სერგო თეთრაძის საქმეზე დღევანდელი პროცესის ნაწილობრივ დახურვა იშუამდგომლეს.

როგორც პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა შუამდგომლობის დაყენებისას განმარტა, პროცესზე დასაკითხ მოწმეებთან მიმართებაში შეკითხვები ძირითადად სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ეხება, რაც სხდომის ნაწილობრივ დახურვის წინაპირობაა.

ბრალდების შუამდგომლობას როგორც დაცვის მხარე, ასევე თავად ბრალდებული ბაჩო ახალაიაც არ დაეთანხმა.

“ამ საიდუმლო ინფორმაციაში, საუბარია 60 ათას ლარზე რომლის გაფლანგვასაც მედავებით. 4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და რა არის ამაში საიდუმლო? ამის გარდა რამე არის სახელმწიფო საიდუმლო? თუ არა გავთქვი ეს საიდუმლო და რაღატომ ხურავთ პროცესს?! ან სახელმწიფო ესმოდეს ვინმეს ან მისი საიდუმლოება”, – განაცხადა ახალაიამ.
საბოლოო ჯამში მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სერგო თეთრაძის საქმეზე სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა. პროკურორები მოწმეებს ამ წუთებში დახურულ სხდომაზე ჰკითხავენ.

 

“ინტერპესნიუსი”

Comments
Loading...