438 კოვიდინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანი ანტირეკორდს ამყარებს

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 100-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.
 
დღემდე, აზერბაიჯანში, დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მაქსიმუმი 14 ივნისს დაფიქსირებული 387 კოვიდინფიცირებული იყო.
 
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 11 767 შემთხვევა – 1 168 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
 
განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.
 
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 143 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,22%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 14,2
 
განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 133 კაცი განიკურნა.
 
სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 6 325 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53,75%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 5 299 კაცი.
 
აღვნიშნავთ, რომ მაისის დასაწყისში, კორონავირუსის შემთხვევების და საავადმყოფოებში ინფიცირებულ პაციენტთა კლების ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამსუბუქა. შემდეგ კი, 18 მაისს, საკარანტინე ზომების მორიგი შემსუბუქება გამოაცხადა – მოსახლეობას სახლიდან გამოსასვლელად სპეციალური საშვების საჭიროება მოუხსნა.
 
საკარანტინე ზომების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირების შემთხვევების თანდათანობით მატებას მაისის 27 რიცხვიდან ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა და სიტუაციის გაუარესება მოჰყვა და დღეისათვის აზერბაიჯანში განკურნებულ პაციენტთა %-ული წილი 4 მაისის 74,60%-დან 53,75%-მდეა ჩამოსული, საავადმყოფოში მყოფ პაციენტთა რაოდენობა კი 466-დან 5299-მდე ანუ 11,4-ჯერ არის გაზრდილი.შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი 1 აგვისტომდე გააგრძელა და ადრე გაუქმებული ზოგიერთი აკრძალვა კვლავ დააბრუნა

https://ipress.ge/new/azerbaijani-sakarantino-rezhims-1-agvistomde-agrdzelebs-da-adre-gauqmebul-zogierth-akrdzalvas-kvlav-abrunebs/

Comments
Loading...