44 დაღუპული და 20 დაკარგული – წყალდიდობა ნიგერიაში

ნიგერიაში წყალდიდობას 44 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა,-გამოცემა Vanguard-ის ცნობით, ამის შესახებ კაცინას შტატის გუბერნატორმა, ამინ მასარიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, წყალდიდობამ 500 სახლი გაანადგურა და ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი.

როგორც მასარი აღნიშნავს, წყალდიდობის გამო შინაური ცხოველებიც დაიღუპნენ. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, წყალდიდობა 16 ივლისს, ღამით დაიწყო და დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.

მისი თქმით, მან ფედერალურ ხელისუფლებას სტიქიური უბედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შტატში 13 სატვირთო ავტომობილით ადგილობრივებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.

 

 

Comments
Loading...