სად რამდენი ლარი დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა თბილისში – ფასები და პროგრამა

მათთვის, ვისაც ახალი წლის შეხვედრა, ან საახალწლო ღამის გატარება, თბილისში, სახლს გარეთ სურს და ჯერაც არ გადაუწყვეტია, რომელ ბარში, რესტორანში, კაფესა, თუ კლუბში წავიდეს, On.ge შეეცადა, ზოგი დაწესებულების შეთავაზებები და ფასები მოეძიებინა 31 დეკემბრის ღამისთვის.

გალერია იტალიანა

ფოტო: გალერია იტალიანა / Facebook

ახალი წლის ღამის გასატარებლად გალერია იტალიანაში ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. ერთი პერსონა 60 ლარი ღირს, მინიმუმი კი 5 ადამიანია. ადგილები ადგილზე უნდა შეირჩეს და თანხის ნაწილი წინასწარ უნდა გადაიხადოთ.

პროგრამა დაიწყება 23:30 საათზე და გაგრძელდება 4 საათამდე. საღამოს გიო ქსოვრელი წაიყვანს, იქნება ცოცხალი მუსიკა მარიამ აკობიასა და LIFE BELL ბენდის შესრულებით. გალერია იტალიანა გათამაშებებსა და სიურპრიზებსაც ჰპირდება მომხმარებლებს.

დეტალები იხილეთ აქ.


დაინჰოლი

ფოტო: Dinehall / Facebook

რესტორან დაინჰოლში, ერთი ადამიანი 250 ლარად შეძლებს გაატაროს ახალი წლის ღამე. ადგილი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. იქნება ცოცხალი მუსიკაც – ეკა დოლიძე, ბენდი Old Road, მოგვიანებით DJ.

პროგრამა 22:00 საათიდან დაიწყება, 04:00-მდე გაგრძელდება და მას გიორგი ყიფშიძე წაიყვანს.

ფეისბუკ ივენთი იხილეთ აქ.


ფოტო: კეთო და კოტე / Facebook

ქეთო და კოტე

რესტორანი ქეთო და კოტე მომხმარებელს 150 და 200 ლარიან მაგიდებს სთავაზობს. ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. 23 საათიდან იქნება ცოცხალი მუსიკაც.

ფეისბუკ ივენთი იხილეთ აქ.


თავადური

ფოტო: თავადური / Facebook

რესტორან თავადურში ერთ ადამიანზე საფასური 250 ლარს შეადგენს. პროგრამა 23 საათზე დაიწყება. ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.

თავადური კოსტიუმირებული სანახაობასა, გათამაშებას ჰპირდება სტუმრებს. რესტორანში მიშა სულუხია, გიორგი ჩიქოვანი, ჯგუფი SPARKLE, ქეთი ინწკირველი და თავადურის ტრიო იმღერებენ. წამყვანი გიორგი ვარდოსანიძე იქნება.

დეტალები იხილეთ აქ.


ფუნიკულიორი

ფოტო: ფუნიკულიორი / Facebook

რესტორანი ფუნიკულიორი 2 ადამიანს 250 ლარად სთავაზობს მაგიდას. ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.

პროგრამა 22 საათზე დაიწყება. მუსიკა – გიო ხუციშვილი და ანსამბლი დრო. დილამდე იქნება DJ.

დეტალები იხილეთ აქ.


ჭაშნაგირი

ფოტო: ჭაშნაგირი / Facebook

რესტორან ჭაშნაგირში ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს და მათი ფასი 1 ადამიანზე 250 ლარია.

პროგრამა 23 საათზე დაიწყება და მას ოთარ ტატიშვილი წაიყვანს. ცოცხალ მუსიკასთან ერთად იქნება საცეკვაო წარმოდგენაც.

დეტალები იხილეთ აქ.


ფოტო: წისქვილი ჯგუფი / Facebook

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფის დაწესებულებებში ყველა ადგილი გაყიდულია. აქ ერთი პერსონა 300 ლარი ღირდა, ამასთან, სტუმართა რაოდენობა 5-ზე მეტი უნდა ყოფილიყო.


ქართული სახლი

ფოტო: ქართული სახლი / Facebook

ქართულ სახლში ახალი წლის ღამის გასატარებლად, 1 ადამიანის ადგილის ფასი 300 ლარია. მაგიდა წინასწარ უნდა დაიჯავშნოს და მინიმალური რაოდენობა 4 ადამიანია. 1, 2 და 3 პერსონას კი, უცხო ადამიანებთან, საერთო მაგიდაზე მოუწევს დაჯდომა.

პროგრამა 23 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. საღამოს ზურა მანჯავიძე წაიყვანს. აუცილებელია სადღესასწაულო სამოსი.

დეტალები იხილეთ აქ.


ფოტო: მრავალჟამიერი / Facebook

მრავალჟამიერი

რესტორან მრავალჟამიერში ადგილის დაჯავშნა, მინუმუმ 2 ადამიანისთვის 200 ლარი ღირს. მხოლოდ ერთ პერსონაზე კი ფასი 500 ლარია.

პროგრამა 31 დეკემბრის 23 საათიდან 1 იანვრის დილის 6 საათამდე გაგრძელდება. წამყვანი ილო ბეროშვილი იქნება.


ჰარდ როკ კაფე

ფოტო: ჰარდ როკ კაფე / Facebook

ჰარდ როკ კაფეში ადგილი ერთი ადამიანისთვის 300 ლარი ღირს. ყველაზე პატარა მაგიდა კი 4 პერსონაზეა გათვლილი.

მუსიკოსები The Goblins, SALIO და DJ AMIN იქნებიან.

პროგრამა 23 საათზე დაიწყება და 5 საათამდე გაგრძელდება.

დეტალები იხილეთ აქ.


ბაბილო

ფოტო: ბაბილო / Facebook

ბაბილოში სტუმრების მიღება 23:30 საათზე დაიწყება. აქ მინიმუმ 5 ადამიანზე გათვლილ მაგიდაზე ერთი პერსონის ფასი 350 ლარია.

პროგრამა 1 იანვარს, 1 საათზე დაიწყება. მონაწილეობენ ქართველი და ფრანგი მოცეკვავეები. მუსიკოსები იქნებიან: თამუნა მიქელაძე, გიორგი წიკლაური, გიორგი ღვინიაშვილი. გიორგი ნადიბაიძე, ნინო ძოწენიძე, ცირა კობიაშვილი. ბენდი +995, რომა რცხილაძე, თემურ რცხილაძე, მაკა გამყრელიძე.

დეტალები იხილეთ აქ.


ფოტო: კანუდოსი / Facebook

კანუდოსი

კანუდოსში დარწმუნებული არ არიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ერთ ადამიანზე ადგილის ფასი 150-200 ლარი იყოს. დეტალები კანუდოსის ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


ფოტო: ახალი მზიური / Facebook

ახალი მზიური

ჯერჯერობით არაა ცნობილი კაფე ახალი მზიურის გეგმები ახალი წლის ღამესთან დაკავშირებით. კაფე რამდენიმე დღეში გააცნობს მომხმარებლებს დეტალებს.


ფოტო: მოზაიკა / Facebook

მოზაიკა

ბარი მოზაიკა განსაკუთრებულს არაფერს გეგმავს. არ იქნება საჭირო არც წინასწარ დაჯავშნა და არც სხვა რაიმე პროცედურა. მოზაიკა სხვა დღეების მსგავსად, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს და, სავარაუდოდ, 1 იანვრის 5 საათამდე იქნება ღია.


ფოტო: ბაუჰაუსი / Facebook

ბაუჰაუსი

მოზაიკას მსგავსად, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ბარი ბაუჰაუსიც. არც აქ იქნება საჭირო წინასწარი ადგილების დაჯავშნა.


ფოტო: ფლეშბექი / Facebook

ფლეშბექი

ჩვეულებრივ, ისევე, როგორც სხვა დღეებში, იქნება შესაძლებელი დროის გატარება ბარ ფლეშბექში, ყოველგვარი წინასწარი ჯავშნის გარეშე, თუმცა არ იმუშავებს სამზარეულო.


ფოტო: Wall / Facebook

Wall

იმ რამდენიმე დაწესებულებას შორისაა ბარი Wall, რომელიც სხვა დღეების მსგავსად აპირებს მუშაობას. არც აქ იქნება საჭირო ადგილების წინასწარი დაჯავშნა, ან რაიმე დამატებითი თანხის გადახდა.


ფოტო: ზოესთან / Facebook

ზოესთან

ზოესთან ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, არც წინასწარ ადგილების დაჯავშნა იქნება საჭირო და არც რაიმე ფასი ეღირება. ამასთან, ზუსტ ინფორმაციას ბარი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღეში განათავსებს.


ფოტო: ათონელის 21 / Facebook

ათონელის 21

ათონელის 21-ში დიდი მაგიდა, სავარაუდოდ, 100 ლარი ეღირება, პატარა – 50. დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


ფოტო: გენერატორი 9.8 / Facebook

გენერატორი 9.8

სავარაუდოდ, 50 ლარი ეღირება ერთი ადამიანისთვის ადგილი გენერატორ 9.8-ში. ბარი დეტალებს რამდენიმე დღეში, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაუზიარებს მომხმარებლებს.


მთვრალი ბუ

ფოტო: მთვრალი ბუ / Facebook

ბარში მთვრალი ბუ 6 და 8-ადგილიანი მაგიდებია და ერთი პერსონაზე 50 ლარი ღირს. მაგიდები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.

23 საათიდან 4 საათამდე ბარში მოხვდებიან მხოლოდ ის სტუმრები, ვისაც ექნებათ დაჯავშნილი მაგიდები. 4 საათიდან დილამდე კი მთვრალი ბუ ყველა სტუმარს უმასპინძლებს.

დეტალები იხილეთ აქ.


ხიდი

ფოტო: ხიდი / Facebook

31 დეკემბერს, კლუბში ხიდი Boston 168 – ორი იტალიელი პროდიუსერის, ტურინელი Sergio Pace-ს და Vincenzo Ferramosca-ს მუსიკალური პროექტი და PEARL / Falling Ethics ესპანელი პროდიუსერი და დიჯეი დაუკრავენ.

კარი 23 საათზე გაიღება. ბილეთების შეძენა ონლაინაა შესაძლებელი: ლიმიტი I – 25 ლარი; ლიმიტი II – 30 ლარი. ხოლო შესასვლელში ფასი 40 ლარი იქნება.

დეტალები იხილეთ აქ.


მტკვარზე

ფოტო: მტკვარზე / Facebook

კლუბში მტკვარზე Cristi Cons, Gio Shengelia, Tomma და Bacho ხოლო Small Room-ში Sumo და Zurkin დაუკრავენ. ბილეთის ფასი ონლაინ 20 ლარია, კარზე კი მისი ფასი 25 ლარი იქნება.

კარი 1 იანვარს, 1 საათზე გაიღება.

დეტალები იხილეთ აქ.


ბასიანი

კლუბი ბასიანში დაუკრავენ:

  • ABDULLA RASHIM – შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების Abdulla Rashim Records და Northern Electronics-ის დამაარსებელი.
  • ULWHEDNAR – Abdulla Rashim-ის და Jonas Ronnberg-ის, იგივე Varg-ის კოლაბორაციული პროექტი.
  • FÖDD DÖD – Varg-ის და შვედი მუსიკოსის Sars-ის დუო.
  • NDRX – კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი. პროექტ Stare At Dj იდეის ავტორი.
  • ART ALFIE – პროდიუსერი და DJ ქალაქ სტოკჰოლმიდან.
  • HVL – გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ.

20 ლარიანი ბილეთები უკვე გაიყიდა. ონლაინ მხოლოდ 30 ლარაიანი ბილეთების ყიდვაა შესაძლებელი, კარზე კი მათი ფასი 40 ლარი იქნება. კარი 23 საათზე გაიღება.

დეტალები იხილეთ აქ.


ფოტო: კაფე გალერი / Facebook

კაფე-გალერი

კაფე-გალერი ლონდონელ Øliver-ისა და Pleiades-ის სეტებს სთავაზობს სტუმრებს. აქ ასევე დაუკრავენ Greenbeam & Leon.

კარი 23 საათზე გაიღება და ბილეთის ფასი 30 ლარი იქნება.

დეტალები იხილეთ აქ.


სფეისჰოლი

ფოტო: სფეისჰოლი / Facebook

სფეისჰოლში, ახალ წელს, 10 სტუდიური ალბომის ავტორის, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების მასინთეზირებელი ჯეი ჯეი იოჰანსონის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

აქ ასევე დაუკრავენ ჯგუფი ბეარფოქსი, ეკო დეისაძე და მოკუმოკუ.

კარი 1 იანვარს, 1 საათზე გაიღება. ბილეთები ონლაინ 40 და 50 ლარი ღირს, კარზე კი მათი ფასი 50 ლარი იქნება.

 

 

 

წყარო :  on.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.