5-მა რუსულმა ვერტმფრენმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს გადაუფრინა
ცოტა ხნის წინ რუსულმა ვერტმფრენებმა კონფლიქტის ზონა გადმოკვეთეს. ინფორმაციას “თრიალეთი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ მეჯვრისხევში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად მიჩნეულ სივრცეში, 5 რუსული ვერტმფრენი ადგილობრივებმა რამდენიმე წუთის წინ შენიშნეს.
ვერტმფრენებმა მეჯვრისხევს წრე დაარტყეს და ისევ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ.