5 რომანტიული ფილმი, რომელსაც შეგიძლიათ შეყვარებულთან ერთად უყუროთ

რადგანაც პანდემიის შუაგულში ვართ, რესტორანში სავახშმოდ გასვლა თქვენს პარტნიორთან ერთად, საკმაოდ სარისკო საქმეა, ამიტომაც დღეისთვის მოგიმზადეთ რომანტიული ფილმების კოლექცია. შეგიძლიათ ოთახი მოაწყოთ ზღაპრული შუქებით, პლედებით და ღვინით. ასევე შესაძლებელია გამოიძახოთ ვახშამი სახლში და თბილ გარემოში უყუროთ ფილმებს.

To All the Boys: Always and forever

ფილმში ნაჩვენებია ლარა ჯინის ცხოვრება, რომელიც ოჯახური მოგზაურობიდან ბრუნდება კორეაში და განიხილავს კოლეჯის გეგმებს პიტერთან და მის გარეშე. ფილმი განთავსებულია Netflix-ზე.

 

One day

დექსტერსა და ემას მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ. 18 წლიანი მეგობრობის დროს მათ ერთმანეთისადმი გრძნობები უყალიბდებათ. ფილმი მოგვითხრობს ორ ადამიანზე, თუ რას აკეთებენ ისინი ყოველი წლის 15 ივლისს.

 

Call me by your name

ულამაზესი პეიზაჟებით და იტალიის სოფლის განსაცვიფრებელი ფონით, ეს ფილმი ელიოსა და ოლივერის ურთიერთობას გვაჩვენებს. ფილმში მოქმედება 1983 წელს მიმდინარეობს, ხოლო დოქტორანტურის სტუდენტი, ოლივერი ზაფხულს, ელიოს სახლში ატარებს.

 

La la land

სებასტიანისა და მიას წარმატება მათ ურთიერთობას გამოცდას უწყობს. მათ ერთმანეთთან საერთო ვნება აკავშირებს, ხოლო კარიერა მათ ურთიერთობას ხელს უშლის.

 

Crazy, stupid, love

ეს არის კომედიური ფილმი საკმაოდ ჩახლართული სიუჟეტით. კალ ვივერსის „იდეალური“ ცხოვრება ნელ-ნელა იგრევა მას შემდეგ რაც ცოლს დაშორდა, მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვლება როდესაც იპოვის ადამიანს რომელიც მას დაეხმარება.

Comments
Loading...