5 გზა ინოვაციური აზროვნების განსავითარებლად

ბიზნესისთვის იდეა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ბიზნესმენებმა იციან, რომ ინოვაცია ხანგრძლივი შრომის შედეგია, ამას განსხვავებული უნარების ჩართვა სჭირდება, თუმცა მისი წახალისება შესაძლებელია. გთავაზობთ რამდენიმე გზას ინსპირაციისთვის:

 

აქციეთ პრობლემა ჩრდილოეთის ვარსკვლავად – ყველაფერი პრობლემიდან იწყება, თუ პრობლემის წინაშე არ დამდგარხართ რთულია გაიგოთ რა არის ინოვაცია. ყველაზე მთავარი ამოცანა ნებისმიერ ახალ პროექტში უნდა იყოს მთავარი პრობლემის დასახვა და მის გადაჭრაზე ფიქრი.

 

მოემზადეთ ინსპირაციისთვის – არავის შეუძლია დაგეგმოს მომავალი გენიალური იდეა, რადგან ის მაშინ მოდის, როდესაც არ ელოდები. ნუ აიძულებთ შთაგონებას გეწვიოთ, დაელოდეთ მას.

 

ისწავლეთ მოსმენა – რასაკვირველია, ალბათ იცით, რომ მოსმენა საჭიროა, მაგრამ უნდა იცოდეთ როგორ მოუსმინოთ სწორად შინაგან ხმას, როგორ მიხვდეთ რას გატყობინებთ ის.

 

თქვენი ამოცანები უნდა იყოს აუცილებელი და არა კონკურენტული – არ გჭირდებათ იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას უნდა აჯობოთ, საკმარისია იფიქროთ, რომ თქვენი ამოცანაა იყოთ საჭირო.

 

არ დაგეზაროთ – ის, რაც პირველი მოგივათ აზრად საუკეთესო იდეა არ არის, არ უნდა დაგეზაროთ დაელოდოთ მომენტს, აარჩიოთ საუკეთესო და ფოკუსირება მასზე მოახდინოთ.

 

 

jolo.ge

Comments
Loading...