5-მა ქალმა რუსთავში აფთიაქი გაქურდა

რუსთავში „იმპექსის“ ფირმის აფთიაქში ქურდობა მოხდა.
inforustavi ინფორმაციით აფთიაქში ქურდობა 5-მა ქალმა ჩაიდინა და მათ 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს. ფაქტი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. inforustavi ინფორმაციით, ქალბატონები ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არიან, მათი ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობს.

„საკმაოდ ოპერატიულად მუშაობდნენ ჯგუფური შემოსვლა ჰქონდათ და მოხდა პარა ფარმაციის და ჰიგიენის გატანა, ჩაიდეს ჩანთაში, კამერების მიერ დაფიქსირებული იყო სამი ქალბატონი“- განაცხადა ფარმაცევტმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ქალბატონი, რომელიც 30 დან 35 წლამდე იქნებოდნენ, შევიდნენ აფთიაქში და მოახდინეს ფარმაცევტების ყურადღების გადატანა. ,,მოითხოვეს სხვასხვა პროდუქცია. ამასობაში დრო იხელთა მეორე ჯგუფმა და მოხდა საკმაოდ ძვირადღირებული ჰიგიენური კოსმეტიკური საშუალებების გატანა აფთიაქიდან. დილიდან მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დღის ბოლომდე გვეცოდინება. სავარაუდოდ, 100ო ლარამდე იქნება ზარალი“ – განაცხადა აფთიაქის წარმომადგენელმა.

 

newpots.ge

Comments
Loading...