5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ქორწილი, რომლებმაც მთელი საქართველო აალაპარაკა

ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია
2011 წელს იქორწინეს მუსიკოს დავით ევგენიძის ქალიშვილმა ლიკამ და მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილმა ნიკა ალასანიამ. წყვილმა ჯვარი თბილისში, მამა დავითის ეკლესიაში დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში ღია ცის ქვეშ გადაიხადეს.


ხათუნა სხირტლაძე და ნიკა ნაყოფია
ექსდეპუტატმა კობა ნაყოფიამ 2009 წელს შვილს ქორწილი სტამბულში ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმრო “კემპინსკში” გადაუხადა. დეპუტატის ვაჟის – ნიკა ნაყოფიასა და “მის საქართველო 2008” ხათუნა სხირტლაძის ქორწილს, მაშინდელი მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. ძვირადღირებულ ქორწილში სტუმრები სპეციალურად ორი ჩარტერული რეისით გადააფრინეს სტამბულში.

გიორგი ალასანია და ელენე დუმბაძე
მიხეილ სააკაშვილის მეორე ბიძაშვილმა, ნიკას ძმა, გიორგიმ რამდენიმე წლის წინ ულამაზეს ელენე დუმბაძეზე იქორწინა. ელენე ცნობილი პლასტიკური ქირურგის წოპეს შვილიშვილი გახლდათ და წლები პარიზში ცხოვრობდა.

გიორგი ფიფია და ანანო მიქაძე
რომან ფიფია ცნობილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. 21013 წელს ბიზნესმენის უმცროსმა ვაჟმა გიორგი ფიფიამ ცოლი მოიყვანა და გრანდიოზული ქოწილიც გადაიხადა. მისი მეუღლე მოდელი და მოცეკვავე ანანო მიქაძეა. საქორწილო ცერემონიალი მცხეთაში, რესტორან გუჯარიში გაიმართა და ძალიან შთამბეჭდავიც აღმოჩნდა. სიძე-პატარძალმა საცეკვაო ნომრად ცეცხლოვანი ტანგო შეასრულეს. ამ ქორწილზე დიდხანს ლაპარაკობდა ქართული ბომონდი

Comments
Loading...