5 რამ, რასაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა შეცვლის მსოფლიოში

დონალდ ტრამპის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ის ურთიერთობას მსოფლიოსთან მეტნაკლებად შეცვლის. “ბიბისი” იმ სავარაუდო ხუთ ცვლილებას გამოყოფს, რასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

ნატო-ს რყევები ემუქრება

დონალდ ტრამპი უსაზღვრო კრიტიკულობით გამოირჩევა ნატო-ს მიმართ, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია უკანასკნელი 60 წლის მანძილზე.
როგორც ტრამპმა თქვა, ამერიკამ ევროპისა თუ აზიის ქვეყნების დაცვა აღარ უნდა გააგრძელოს ადეკვატური კომპენსაციის გარეშე. ის, სავარაუდოდ, უკან გაიწვევს ამერიკის არმიას თუ ამისთვის ქვეყნები არ გადაიხდიან.

ტრამპი საუბრობს იმაზე, რომ ნატო-ს წევრების უმეტესობა ვერ აღწევს მიზანს, როცა მშპ-ს მინიმუმ 2 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს.

თავად ამერიკის ხარჯები თავდაცვაზე კი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოა.

ტრამპის გამონათქვამები გამოსაფხიზლებელი სიგნალივით იყო მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპისთვის, რომლისთვისაც ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ მთავარი საყრდენია.

ახალი კავშირები რუსეთთან?
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაძაბულობის მოხსნის სჯერა. მან პუტინი შეაქო, როგორც ძლიერი ლიდერი, რომელთანაც კარგ ურთიერთობას ისურვებდა.
ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, სიტუაცია ისე წარიმართა, რომ ამერიკა და რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში ორ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდნენ.

Comments
Loading...