5 წლიანი ბრძოლის შემდეგ სირიაში საომარი მოქმედებები შეწყდა

5 წლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში პირველად სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. შეთანხმება ზუსტად შუაღამეს ამოქმედდა.

რეგიონებში, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ძირითადად სიმშვიდეა, თუმცა ამ დრომდე ისმის სროლის ხმა ალეპოში.

გავრცელებული ცნობით, შეთანხმების ამოქმედებამდე რუსეთის ავიაციამ ამბოხებულების პოზიციებზე იერიშები გააძლიერა. ცეცხლის შეწყვეტამდე გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ზავის შესახებ შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ ერთობლივად მომზადებული რეზოლუციის პროექტიც.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ დაირღვევა, სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები 7 მარტს განახლდება.

Comments
Loading...