სააკაშვილი არჩევნებზე ველოსიპედით მივიდა

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, ამომრჩევლის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. იგი საარჩევნო უბანზე ველოსიპედით მივიდა. მისი თქმით, მას სჯერა, რომ არჩევნებში “ახალი ოდესა” გაიმარჯვებს.

მე მჯერა, რომ ამ არჩევნებში ოდესამ, ახალმა ოდესამ უნდა გაიმარჯვოს. ოდესა, რომელიც მომავალ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხმის მიცემის საშუალება მომეცა და მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ სახლებიდან. როგორც ვხედავ, ახალგაზრდებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. მინდა, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე მოვიდეს, არავის მიანდოთ თქვენი ხმა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა.

თუ ვიქნებით აქტიურები, ქალქი აყვავდება, ხოლო თუ არ ვიმოქმედებთ – ვისხდებით ჭაობში… მე კი არ მინდა, რომ ჭაობში ვისხდეთ, ჩვენ გვინდა წინსვლა – რისთვისაც უნდა ვიყოთ აქტიურები”, – აღნიშნულის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა.

Leave A Reply

Your email address will not be published.