გერმანიაში, 58 წლის კაცმა სუპერმარკეტში ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გერმანიაში, ქალაქ შვალმშტადტში, სუპერმარკეტში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც  ადგილობრივი პოლიცია მოწმეებზე დაყრდნობით ამბობს, კაცმა სურსათის მაღაზიაში ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მათივე  ინფორმაციით, გარდაცვლილი 58 კაცისა და 53 წლის ქალის გარდა დაშავებული არავინაა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

 

Comments
Loading...