ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველაზე „ლოთი“ ქვეყანა დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაუდენ გალეამ განაცხადა, რომ გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მსმელ ქვეყანად ლიტვა დასახელდა. ერთ სულ მოსახლეზე აქ 16 ლიტრი ალკოჰოლი დაილია.

„შედეგად, ლიტვა ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე „ლოთი“ ქვეყანაა“, – განაცხადა გალეამ.

ამის შესახებ ინფორმაციას pia.ge ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მეორე ადგილზე ბელარუსი გავიდა, სადაც თითოეულ მოქალაქეზე დაანგარიშებით, გასულ წელს 15 ლიტრი ალკოჰოლი დაილია. მესამე ადგილზე ლატვია გავიდა – 13 ლიტრი ერთ სულ მოსახლეზე.
„ლოთებს“ შორის მეოთხე ადგილს რუსეთი და პოლონეთი, ამ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე 12 ლიტრი ალკოჰოლი დაიხარჯა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ნაკლებ ალკოჰოლს დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მოიხმარს.

Comments
Loading...