ქუთაისში, რიონში გადავარდნილი პირუტყვი მაშველებმა გადაარჩინეს

ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი პირუტყვი მაშველებმა 3 საათიანი მცდელობის შემდეგ გადაარჩინეს. ამის შესახებ “პირველს” ადგილობრივმა კორესპონდენტმა აცნობა.

pia.ge-ის ინფორმაციით, მდინარის ნაპირზე ჩავარდნილი პირუტყვი გამვლელებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
თვითმხილველებისა და მაშველებისთვის უცნობია, თუ როგორ მოხვდა პირუტყვი მდინარეში.
ქუთაისში “სპეციალური სერვისების” გადაწყვეტილებით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველები სპეციალურ სადგომზე გადაჰყავთ. მეპატრონის მიერ, დაწესებული თანხის გადახდის შემდეგ, პირუტვი მას უბრუნდება.

Comments
Loading...