6 დაუშვებელი ქმედება კარიერული წინსვლისთვის – მიზანი არ ამართლებს საშუალებას

ამ სტატიის არსს ძალიან კარგად ის ადამიანები ჩაწვდებიან, რომელთაც საზოგადო, აქტიური ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი, ვისაც მრავალწლიანი შეხება აქვს მარკეტინგთან, კორპორაციებთან, გამომცემლობებთან და ზოგადად, ისინი ვინც კარიერას ასე თუ ისე მიაღწიეს და ძალიან დიდი სანაცნობო სფერო და წრე ჰყავთ.

ხოლო მათ, კი ვინც ამ ეტაპზე ახალი გადასულია, ვინც კარიერის მნიშვნელოვან ნაბიჯებს ეხლა დგამს, ფორბსი საინტერესო სტატიას სთავაზობს:

6 რამ, რაც არასდროს არ უნდა უგულვებელვჰყოთ კარიერულ წინსვლაში. 6 ქმედება თუ საქციელი, რასაც არ უნდა მოვეკიდოთ გაგებითა და ტოლერანტობით.

როდესაც უამრავ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა, კონტაქტი და თანამშრომლობა, შესაძლოა, ზოგჯერ დადებითთან ერთად უარყოფითი ქმედების მომსწრენიც ან მონაწილენიც გავხდეთ, საქმე შეიძლება ეხებოდეს არაეთიკურობას, არაკოლეგიალურობას, არასტანდარტულ ხელმძღვანელობას და ა.შ ეს ყველაფერი კი ჩვენს პროდუქტიულობაზე ძალიან მოქმედებს.

როგორც ვიცით, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ცუდ გამოცდილებასაც შეუძლია ჩვენთვის რაღაცის სწავლა. აი მაგალითად:

1. არ მისცეთ უფლება ვინმეს შეგავიწროვოთ და ბოროტად გამოიყენოს თქვენი ცოდნა.

2. არ გააკეთოთ ყველაფერი მხოლოდ ფულისთვის, თუ ეს ეწინააღმდეგება თქვენს პრინციპებს.

3. არ დაივიწყოთ თავმოყვარეობა, პატივი ეცით საკუთარ თავს.

4. არ შეიტანოთ ეჭვი თქვენს პატიოსნებასა და ღირსებაში.

5. ზურგს ნუ აქცევთ კეთილდღეობისკენ სწრაფვის სურვილს.

6. არ დააიგნოროთ თქვენი ცხოვრებისეული მიზნები.

Comments
Loading...