60-ზე მეტი დაღუპული – იაპონია სტიქიას ებრძვის

ტაიფუნმა, რომელსაც ძლიერი წვიმები ახლდა თან, ამ კვირაში 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობებისა და მეწყერის გამო, ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა დასახლებული პუნქტების ევაკუაცია დაეწყო.

ჰიროსიმას, ოკაიამას, ტოტორის, ჰიოგოსა და კიოტოს პრეფექტურებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

წყალში ჩაძირული ტერიტორიების მაცხოვრებლები თავიანთი სახლების სახურავებზე ადიან, რათა წყალს გადაურჩნენ. მათ გადასარჩენად მაშველები ვერტმფრენებს იყენებენ.

უამინდობამ აგრეთვე გაანადგურა ჩქაროსნული მატარებლების ლიანდაგები. კიოტოს პრეფექტურაში მათი მოძრაობა გაჩერებულია.

 

Comments
Loading...