“600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი… ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას­სა და ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძოლ გიგა ბო­კე­რი­ას შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

“აქ არის მარ­თლაც ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და ჩემი მრწამ­სით ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც – ვა­ტა­რებ ჯვარს.

ბო­კე­რი­ამ და ბო­კე­რი­ას­ნა­ირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი დის­ტან­ცი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან” – აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.-0:07

მი­სი­ვე თქმით, გიგა ბო­კე­რია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მი­მართ“, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის „უძ­ვირ­ფა­სე­სია“.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­ნიშ­ვნა­ზე, რომ იმა­ვე ბრალ­დე­ბას უყე­ნე­ბენ „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს „ქარ­თუ­ლი მარ­ში“ და სხვა პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი პა­სუ­ხობს :

„ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მა­გას, იმი­ტომ რომ 600 ეკ­ლე­სია მაქვს აშე­ნე­ბუ­ლი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მათ შო­რის ბაგ­რა­ტი… ეკ­ლე­სი­ა­ში არ არის მარ­ტო საქ­მე, ეკ­ლე­სია ერთ-ერთი ელე­მენ­ტია. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის რაც არის ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­ფე­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ამა­ში არ არის”.

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გიგა ბო­კე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ მის პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა.

www.ambebi.ge

Comments
Loading...