7 დაღუპული და 19 დაკარგული – მდინარე დუნაიზე ნავი ამობრუნდა (ფოტორეპორტაჟი)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიზე ნავის ამობრუნების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 19 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის მიზეზი შესაძლოა არასასურველი ამინდის პირობები იყოს.

უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ავარიიდან ერთი საათის შემდეგ, სამი ადაამინის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სამაშველო ოპერაციაში ასევე სამხედრო გემებიც ჩაერთო.

სულ ნავში 34 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად ტურისები, მათ შორის სამხრეთ კორეიდან.

Comments
Loading...