“7 ნოემბერი იმ დანაშაულებრივი ქმედებების თარიღია, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა”

“7 ნოემბერი ერთ-ერთი თარიღია იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 7 ნოემბერი კიდევ ერთი დამადასტურებელი ინდიკატორია, საზოგადოებას განუახლდეს მოგონება, რაოდენ საფრთხის შემცველია ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. მათ შორის, საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებითა და ყაჩაღური თავდასხმით ტელეკომპანია „იმედზე“.

„ეს არის მათი ხელწერა, რაც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. საფრთხის შემცველია ეს პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებაშია და ასეთი აქტების განხორციელების რესურსი გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...