7 წლის შემდეგ,”ნაცმოძრაობის” დროს “ჯაშუშობისთვის” დაკავებული 4 ფოტოგრაფი სასამართლომ გაამართლა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა გერონტი კახეთელიძემ, კახა მაჭავარიანმა და ვეფხია ლომიძემ “ფოტოგრაფების საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები: ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე აღნიშნულ ბრალდებაში გაამართლა.

პროკურატურამ სააპელაციო  სასამართლოს დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, “ჯაშუშობის” ბრალდებით დაკავებული ოთხივე ფოტოგრაფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.

დაკავებულები იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.

ცნობისთვის,”ნაცმოძრაობის” დროს დაწყებული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე პროკურატურამ 2016 წელს გახსნა. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე “ჯაშუშობის” ბრალდებით დააკავეს. ფოტოგრაფებს ნაცმოძრაობის ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლას ედავებოდა.

 

Comments
Loading...