7 რამ, რაც ყველა ქალს ალამაზებს

დღესდღეობით, გალამაზების და გარეგნობაში კორექტივების შეტანის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია ვერავის უშველის თუ შინაგანად მიმზიდველი არ იქნება. გთავაზობთ 7 თვისებას, რომელიც ყველა ქალბატონს გაალამაზებს და ამასთან, აბსოლუტურად უფასოდ!

1. გატაცება.
ქალი გატაცების გარეშე უინტერესოა. დროის დეფიციტისას ძალიან რთულია იპოვო ჰობი და მისით დაკავდე, მაგრამ როდესაც
ქალს გატაცება აქვს, თვალები სხვაგვარად უბრწყინავს, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ საინტერესო ადამიანია.

2. სულიერი სითბო.
ცივ და ეგოისტ ქალებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ. საკუთარი თავის სიყვარული კარგია, მაგრამ ზომიერად. ეგოისტები დიდად არავის მოსწონს. თანაგრძნობის უნარი ყველა ადამიანს იზიდავს.

3. ინტელექტი.
ჩვენს კულტურაში ფესვგადგმულია მითი იმის შესახებ, რომ ლამაზი ქალები სულელები არიან. გამოდის, რომ ჭკვიანი ქალები ულამაზოები უნდა იყვნენ, რადგან თავის მოსავლელად დრო არ რჩებათ. დაიმახსოვრეთ – ჭკუა სექსუალურია! მოუარეთ თქვენს სხეულსაც და გონებასაც.

4. მხიარული ბუნება.
მოწყენილი ხალხი ნაკლებად მიმზიდველია, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს რომ მუდამ სულელივით უნდა იცინოთ, მაგრამ არ დაკარგოთ სიხარულის, აღტაცების უნარი, განივითარეთ იუმორის გრძნობა.

5. სიჯიუტე.
მებრძოლი ქალები მშვენიერები არიან, ისინი ფარ-ხმალს არასოდეს ყრიან და თუ თავიანთი იდეის სწამთ, თავდაუზოგავად იბრძვიან! განა, ეს მშვენიერი არ არის?

6. თავდაჯერებულობა.
თავდაჯერებულმა ქალბატონმა თავისი დადებითი თვისებების შესახებ ძალიან კარგად იცის და მათ წარმოჩენას ცდილობს, ნაკლოვანებებს კი, ოსტატურად ფარავს.

7. სიცოცხლის წყურვილი.
ქალს, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, ყველა ელტვის, მას ადამიანების გულების ანთება შეუძლია და სიცოცხლის სიყვარულს გარშემომყოფებსაც სიამოვნებით უზიარებს.

Comments
Loading...