7 თვეში იმერლიშვილის ხელფასმა, დანამატმა და პრემიამ 45 520 ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა 1770 ლარის რაოდენობის პრემია აიღო.

ამის შესახებ „აიპრესს“ უშიშროების საბჭოდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

ამავე მონაცემების მიხედვით, ირინე იმერლიშვილის თანამდებობრივმა სარგომ 2016 წლის 7 თვეში – იანვრიდან ივლისის ჩათვლით 24 780 ლარი შეადგინა, ხოლო სახელფასო დანამატის სახით მიმდინარე წლის 7 თვეში 18 970 ლარი აიღო.

როგორც უწყებიდან გვაცნობეს იმერლიშვილმა პრემია ერთჯერადად აიღო, რამაც თანამდებობრივი სარგოს 50% – 1770 ლარი შეადგინა.

Comments
Loading...