72 წლის აჟდა პეკანის ფოტოები ფურორს ახდენს

თურქეთის შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი აჟდა პეკანი ზღვაზე საშემოდგომო დასვენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს და თავისი თაყვანისმცემლები აღტაცებაში მოყავს.

აჟდა მთელი ზაფხულის განმავლობაში თურქეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მართავდა კონცერტებს, შემოდგომის დადგომისთანვე კი მან არდადეგები მოიწყო და ზღვას მიაშურა. დასასვენებლად ყოფნის დროს გადაღებულმა მისმა ფოტოებმა საბანაო კოსტიუმში თაყვანისმცემელთა აღტაცება, მრავალრიცხოვანი Like და პოზიტიური კომენტარები მოყვა.

აჟდამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ ციფრების კომბინაციაა. იგი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, განაგრძობს ჰიტ-აღლუმებში მონაწილეობას და თამამად ჩნდება მაყურებლის წინაშე გულახდილ, ზოგჯერ კი პროვოკაციული სახით.

ახლახანს, ტელეარხ D-სთან ინტერვიუში, თავის სილამაზის საიდუმლოებებზე საუბრისას, მომღერალმა განაცხადა: “ყოველთვის ვუვლიდი თავს. იმისთვის, რომ მუდამ ფორმაში იყო, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი და გენეტიკა. სპორტით მე ყოველდღიურად ვარ დაკავებული, ის მეხმარება ვიყო ასეთ ფორმაში, ვსვამ ბევრ წყალს. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ იმას, რასაც ვჭამ. მაგრამ არ უნდა შეზღუდო თავი რამით – ძალიან მიყვარს ქაბაბი და თევზი. მიყურეთ მე და აიღეთ მაგალითი”.

ipress.ge
Comments
Loading...