შიშველი ძილი ფინანსური კეთილდღეობის საწინდარია

რა იქნება თუ გეტყვით, რომ ერთი მარტივი ცვლილებით, თქვენ შეგიძლიათ იძინოთ უკეთ, გააკეთოთ უფრო მეტი ფული, მოიხსნათ სტრესი და დაკარგოთ ზედმეტი კილოგრამები?

ყველაფერი ამას და კიდევ უფრო მეტს ღამით შიშველი ძილი მოგიტანთ.

სტატისტიკური მონაცემებით, შიშვლად მოსახლეობის მხოლოდ 8%-ს სძინავს.

შიშველი უკეთ დაიძინებთ

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ღამით კარგი ძილი ტვინისთვის აუცილებელია, თუმცა ამის კონკრეტული მიზეზი ცოტამ თუ იცის. როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის დროს ტვინი ტოქსიკურ ცილებს გარეთ დევნის, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებს, თუ საკმარისად გეძინათ. ხოლო თუ კარგად და ღრმად არ გძინავთ, ტოქსინები სხეულში რჩება, რაც კრეატიულობას, კონცენტრირების უნარსა და სხვა საჭირო პროცესებს აფერხებს.

ხოლო იმისთვის, რომ კარგად დაიძინოთ, ამსტერდამის უნივერსიტეტის მკვლევარებს უნდა დაუჯეროთ, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ თქვენი კანის ტემპერატურის ვარდნა ხელს უწყობს უფრო ღრმად ჩაძინებას, რაც ამცირებს ღამით გამოღვიძების შანსს. შიშვლად ძილი, ოთახის ტემპერატურის ცვლილების საჭიროების გარეშე, კანის ტემპერატურის დაგდების საუკეთესო გზაა.

შიშველი ძილი სტრესს ამცირებს, ჯანმრთელობასა და თავდაჯერებულობას უწყობს ხელს

ყველამ ვიცით, რომ სტრესი ორგანიზმისთვის ცუდია, ამ დროს იზრდება გულის შეტევების, დეპრესიისა და სხვა დაავადებების რისკი. ყველა ამ დაავადების მოსაშორებლად, საუკეთესო საშუალება დედიშობილა ძილია.

შემოთავაზებულ გზას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი, მათ შორის წონის კლება, მოაქვს.

აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, როდესაც გრილად ხართ (ანუ შიშვლად გძინავთ და ტემპერატურა თავისით რეგულირდება), მეტაბოლიზმი მწყობრში დგება, რაც თავისთავად საჭმლის მონელებას და სწორი გზით წონაში კლებას უზრუნველყოფს. შვებას თქვენი კუნთები და კანიც იგრძნობენ.

რაც შეეხება თავდაჯერებულობას, ეს უბრალოდ კარგი შეგრძნებაა და იგი წარმატების საყრდენია.

მშვიდად და კომფორტულად ძილი თქვენს თავდაჯერებულობასაც შეუწყობს ხელს. უსტრესოდ და კარგ ხასიათზე გაღვიძება თქვენს თვითშეფასებაზე კარგად იმოქმედებს.

ეს ყველაფერი კი თქვენს სამუშაო ენერგიასა და შემოქმედებითობაზე პირდაპირ აისახება, რაც თავისთავად ეკონომიკური კეთილდღეობის საწინდარია.

მოკლედ, შიშველი ძილის სარგებელი იმდენად ბევრია, რომ ისღა დაგრჩენიათ, უბრალოდ სცადოთ.

წყარო: on.ge

 

Comments
Loading...