78 წლის ბებო ოჯახის წევრებმა საგარეჯოს საავადმყოფოში მიატოვეს

კახეთში, საგარეჯოს საავადმყოფოში 27 ოქტომბრის მერე 78 წლის ელისო ავაქიშვილი იმყოფება, რომლის ოჯახის წევრებიც მოხუცის კლინიკაში მიყვანის შემდეგ აღარ გამოჩენილან.

როგორც საგარეჯოს საავადმყოფოში ამბობენ, 78 წლის ქალბატონი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს, თუმცა კვლავ კლინიკაში რჩება, რადგან ახლობლების გარეშე დარჩენილი ქალბატონის მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანის უფლება მედიკოსებს ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე არ აქვთ.

კლინიკის მედპერსონალი იმედოვნებს, რომ 78 წლის ელისო ავაქიშვილის ოჯახის წევრები მალე გამოჩნდებიან.

მეტის წასაკითხად

Comments
Loading...