8 კოდი მობილური ტელეფონისთვის: როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გისმენენ
გთავაზობთ 8 საიდუმლო კომბინაციას მობილური ტელეფონებისთვის, რომლებზეც არაფერს გეტყვიან სატელეფონო ოპერატორები. ამ კოდების კომბინაციით შეგიძლიათ გაარკვიოთ გისმენენ თუ არა.
კოდი *#06#
ამ კომბინაციის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონის IMEI-ის უნიკალური კოდის გაგება.
კოდი *#21#
ეს კომბინაცია საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია ჩართულ გადამისამართებაზე. გაარკივეთ თქვენს გარდა სხვაც ხომ არ იღებს თქვენს ზარებს ან სხვა მონაცემებს.
კოდი *#62#
ეს კოდი საშუალებას იძლევა გაიგოთ რომელ ნომერზე ხდება თქვენი ზარების გადამისამართება. თუ iPhone-ი გამორთულია ან აქტიური ზონის გარეთ იმყოფება.
კოდი ##002#
ამ კომბინაციით შესაძლებელია ზარების გადამისამართების გამორთვა. მისი გააქტიურების შემდეგ მხოლოდ თქვენ მიიღებთ ზარებს.
კოდი *#30#
ეს კომბინაცია გაძლევთ შემომავალი ფარული ნომრის გაშიფვრის საშუალებას.
კოდი *#33#
ეს კოდი იძლევა გამავალი სერვისების – ზარები, SMS და სხვა, ბლოკირების ინფორმაციის გარკვევის საშუალებას.
კოდი *#43#
ეს კომბინაცია გვეხმარება მოლოდინში მყოფი ზარების შესახებ ინფორმაციის გაგებაში.
კოდი *777# (უკრაინისთვის)
ამ კომბინაციას გამოჰყავს მიმდინარე ბალანსი, ასევე საინფორმაციო ოპერატიული მენიუ, გააჩნია ოპერატორს, რომელიც გემსახურებათ.