8 ნოემბერი,16:00, აქცია რუსთაველის ძეგლთან ! ! !

ირმა ინაშვილი: ეს არაა ირმა ინაშვილის მხარდამჭერი აქცია. ჩვენი უმთავრესი კონსტიტუციური უფლებისთვის- თავისუფალი არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!
1. ეს აქცია ეძღვნება არა ირმა ინაშვილს, არამედ ჩვენ ვაპროტესტებთ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლებისა და თავისუფლების შელახვის პრეცედენტს, საგარეჯოს არჩევნების მაგალითზე. ამიტომ იქნება ერთი, მთავარი ლოზუნგი- არა-გაყალბებულ არჩევნებს!
2. ჩვენ გავახმოვანებთ კონკრეტულ მოთხოვნებს. მოთხოვნების ნაწილი უკავშირდება ქვეყანაში საარჩევნო სისტემის გადაუდებელ რეფორმირებას. არა 2020 წლიდან, არამედ ხვალიდან! ვითხოვთ: აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, საგარეჯოში არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბების პროცესს.

მიეცეს პასუხისგებაში თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი!!!
2015 წლის 8 ნოემბერს, დღის 4 საათზე, თბილისში მეტრო რუსთაველთან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მართავს საპროტესტო აქციას შემდეგი მოთხოვნებით:
1. საქართველოს პრემიერ მინისტრმა გადააყენოს არჩევნების გაყალბების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ყველა თანამდებობის პირი, პირველ რიგში რესპუბლიკელი – თინათინ ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი.
2. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც მიიღო 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა, ეს იქნება მინისტრი, გამგებელი, თუ რიგითი სახელმწიფო მოხელე.
3. გაუქმდეს იმ უბნების შედეგები, სადაც აღინიშნება პირდაპირი კანონდარღვევები, სადაც არსებობს უამრავი აღიარებებები და ფაქტები.
ირმა ინაშვილის მხარდამჭერები – მა დავიცვათ ის, რამაც შეიძლება მომავალი წაგვართვას და ეს არის, ჩვენი ხმა, ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და არ ვაკონტროლებინოთ ჩვენი ქვეყანა 2 პროცენტიან რესპუბლიკურ/ნაციონალურ პარტიას!!!
ირმა ინაშვილი აირჩია საგარეჯოელებმა და არ უნდა დავთმოთ აღნიშნული გამარჯვება, რათა მომავალშიც იგივე არ ჩაიდინონ და სააკაშვილის მიერ დაკანონებული გაყალბებები კვლავ არ მოგვახვიონ თავზე.

Comments
Loading...